აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, სკოლა ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართვის მსურველი მოსწავლის მისაღებად ემზადება
18-03-2021, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, სკოლას რამდენიმე დღის წინ ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართვის მსურველი პირველკლასელი მოსწავლის მშობელმა მიმართა.

 


როგორც ვაჟა ზურნაჩიანმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა, სკოლის დირექციამ მალევე შეადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და განათლების სამინისტროს გადაუგზავნა, რათა დროულად მოხდეს ბავშვის ინკლუზიური განათლების პროგრამაში სრულფასოვანი ჩართვა.

 


„იმ წუთიდანვე, როგორც კი ბავშვის მშობელმა მოგვმართა, დავუკავშირდით წალკის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს, ვაცნობეთ საკითხის შესახებ, შევადგინეთ აუცილებელი დოკუმენტაცია და გავუგზავნეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მანამდე ჩვენთან მსგავს მომართვას ადგილი არ ჰქონია. ბავშვს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის დაჰყავდათ ლოგოპედთან თბილისში, მაგრამ როგორც მშობელმა გვითხრა, სასურველი შედეგი არ არის. ჩვენი ვალია, ყველანაირად ხელი შევუწყოთ ამ მოზარდის დროულად და სრულფასოვნად ჩაბმას სასწავლო პროცესში. ველოდებით სამინისტროს შესაბამის რეაგირებას“, განუცხადა ვაჟა ზურნაჩიანმა GUARDIAN.GE-ის.

 


მისი თქმით, სკოლაში, მარტის არადადეგების შემდეგაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გამართულად მიმდინარეობს, კლასებში მოსწავლეთა 100%-იანი დასწრებაა, 2 კვირაში ერთხელ პედაგოგების და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება ტარდება კორონავირუსზე და ჯერჯერობით ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

 

შენიშვნა: განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი