სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქში“ დაწერა და განმარტა, რომ სწორედ რიგგარეშე არჩევნებია არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი.
„შეხვედრა მქონდა „აყვავებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერ გაგიკ წარუკიანთან. შეხვედრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. იმ კონსულტაციების გათვალისწინებით, რაც მე მქონდა სომხეთის პრეზიდენტთან, ფრაქციასთან „ჩემი ნაბიჯი“, „განათლებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერთან, ედმონ მარუკიანთან, მიმდინარე წლის 20 ივნისს, რესპუბლიკაში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, წერს ფაშინიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.