USAID-ის კარტოფილის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები პარტნიორებთან. პროექტმა ამჯერად ონლაინ შეხვედრა-ღონისძიება გამართა, პროექტის პარტნიორების უშუალო მონაწილეობით ახალქალაქის კოალიციის სახით, სულ 14 მონაწილის ჩართულობით. შეხვედრაზე პროექტმა წარმოადგინა მეთესლეობის სამოდელო მეურენობის ბიზნეს გეგმა და იმსჯელა მისი განხორციელების ტექნიკურ დეტალებზე.
მეთესლეობის სამოდელო მეურნეობის (SMF) მოდელირებისა და ბიზნეს გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ექსპერტმა, ირაკლი ჯავახიშვილმა, რომელმაც დეტალურად გაანალიზა მეთესლეობის სამოდელო მეურნეობის ხარჯთაღრიცხვიანობისა და სარგებლიანობის ეტაპობრივად გაწერილი სამწლიანი სქემა.
ინფორმაციას „USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.