საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მათ ფილიპ ლეფორის ცხინვალში შეხვედრის ვიდეომასალა ნახეს.
"ჩვენ მოვისმინეთ ლეფორის გუშინდელი განცხადება. გარდა ამისა, ვნახეთ ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა ცხინვალის წარმომადგენლებთან მის შეხვედრას და ყოველივე ამის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ ბუნდოვანება კვლავ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ ლეფორმა დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, მკაფიო უარყოფა მისი განცხადების შესახებ მაინც ვერ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ინსტრუქცია მივეცით საქართველოში ევროკავშირის ელჩს, რომ მან ევროკავშირის ხელმძღვანელობის დეტალური ინფორმირება მოახდინოს ლეფორის განცხადებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, მას შეხვედრა ექნება ფილიპ დიმიტროვთან და ფილიპ ლეფორთან.
"მე მათ ძალიან კატეგორიულად მოვთხოვ, რომ გააკეთონ განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასახავს ევროკავშირის პოზიციას ფილიპ ლეფორის განცხადება და მართლა ხომ არ აქვს ადგილი ამ განცხადების ინტერპრეტაციას. ჩვენი მხრიდან გადადგმული იქნება ეს ნაბიჯები და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც იქნება ადეკვატური რეაქცია", - განაცხადა ზალკალიანმა. ოსური მედიის ცნობით, 20 იანვარს ფილიპ ლეფორმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არის რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნული განცხადება მოგვიანებით განმარტა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამის ინტერპრეტირების მცდელოიბა არავის უნდა ჰქონდეს.
http://pia.ge/show_news.php?id=1817&lang=geo
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.