სამი ადამიანი დაიღუპა კიევში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის დღეს მომხდარი დაპირისპირებისას. ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
"ოფიცერთა სახლში გახსნილ სამედიცინო პუნქტში სამი ადამიანი დაიღუპა. უამრავი ადამიანია დაშავებული, ათეულობით კი მძიმედაა დაჭრილი", - განუცხადა "უკრაინასკაია პრავდას" ექიმმა ოლგა ბოგომოლეცმა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები იმიტომ დაიღუპნენ, რომ მათ დროზე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
"ეს ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ. ჩვენამდე არ უშვებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ადამიანები იღუპებიან, რადგან ვერ იღებენ დროულ დახმარებას", - განაცხადა ოლგა ბოგომოლეცმა.
კიევის ცენტრში ამ წუთებამდე გრძელდება დაპირისპირება ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის. ძალოვანებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დემონსტრანტები კი საპასუხოდ ქვებს ესვრიან. კიევის რამდენიმე ქუჩა ცეცხლის კვამლშია გახვეული – აქტივისტები საბურავებს წვავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.