ბიძინა ივანიშვილი: სად მიდიან, რომ მოსამართლემ დავა გადაწყვიტოს მათ სასარგებლოდ?
24-10-2015, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2" -ის საქმის გარშემო კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, გვარამია და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მოსამართლეზე თავად ძალადობენ.

 

 

“რუსთავი 2-ის საქმეზე ძალიან დიდი აჟიოტაჟია. მოსამართლეზე თვითონ ძალადობენ. გაიხსენეთ უგულავას სასამართლო, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსამართლეს. გაიხსენეთ უფრო ადრეული - მერაბიშვილის სასასამართლო. გაიხსენეთ ახალიას სასამართლო. ამ ხალხს რა დღეში ჰყავდათ საზოგადოება და როგორ ექცევიან მოსამართლეებს. დღეს უკვე მოსამართლის გასამართლება უნდათ. იქით გადავიდა აქცენტი, რომ მოსამართლე უნდა გასამართლდეს და არა სამართალი გამოიტანოს ამ დავაში. დავას თავი უნდა დავანებოთ და მოსამართლე გავასამართლოთ. ასეთი აჟიოტაჟი შექმნეს. რატოა ასეთი აჟიოტაჟი, რისი ეშინიათ. როგორ კადრულობენ იმას, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ყველას. მთელს სისტემას აყენებენ შეურაცხყოფას. არ ვიცი მე, როგორ გადაწყდება ეს დავა. იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ეს დავა, სად მიდიან, რომ მოსამართლემ დავა გადაწყვიტოს, რაც არ უნდა გამოვრიცხოთ, მათ სასარგებლოდ. აი, რას შვრებიან მაშინ?" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი