[ვიდეო] დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრებამდე განაცხადა, რომ „რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ზოგიერთ ასპექტზე“
19-03-2021, 00:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ზოგიერთ ასპექტზე. ეს მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, მაგრამ სხვა საკითხებზე ნაკლები პროგრესი იყო და მე ამ დილით მივემგზავრები ბრიუსელში და მოვახსენებ ამას პრეზიდენტ მიშელს, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში თავისი ვიზიტისა და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

 


მას არ დაუკონკრეტებია თუ რა პროგრესი იქნა მიღწეული მოლაპარაკებებისას.

 

 

 


„ამ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილების პოვნაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. ეს არის არსებითი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის. ვფიქრობ, ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ მდგომარეობაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება-სურვილი წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მედიაციის პროცესის წარმატების განხორციელების საშუალებას მისცემს. მე სრულიად მჯერა, რომ ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს“, განაცხადა დანიელსონმა მედიის წინაშე და ტრიბუნა დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი