ირაკლი კობახიძე: კიევიდან მიხეილ სააკაშვილის მართულმა ოპოზიციამ ჩაშალა საბოლოო ჯამში შეთანხმება
19-03-2021, 01:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და გაღიზიანებული რიტორიკა, ყველამ დაინახა იქ, რომ ჩამშლელი იყო სწორედ ოპოზიცია - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ოპოზიცია კიევიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება.

 


„სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომელიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში. თვითმიზანი იყო ამ ოპოზიციისთვის ამ მოლაპარკებების ჩაშლა. ეს სპექტრი, არის ერთი-ორი გამონაკლისი, მაგრამ ეს ოპოზიციური სპექტრი, მათი უმეტესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ...სააკაშვილის, ბოკერიას და ამ ხალხის მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ წააგოს სახელმწიფომ. ჩვენ ბუნებრივია, ამას ვერ დავუშვებდით და ეს ყველამ დაინახა“, განაცხადა კობახიძემ.

 


მან იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ამისა, ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი