ბიძინა ივანიშვილი: „ეს უნიჭო ადამიანები, [„ნაციონალები“] მინარჩუნებენ საზოგადოებაში პოპულარობას“
24-10-2015, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ეს უნიჭო ადამიანები, ("ნაციონალები" და მათი სატელიტი ჯგუფები) დათვურ სამსახურს უწევენ თავიანთ თავს და მინარჩუნებენ საზოგადოებაში პოპულარობას", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში გააკეთა და დაამატა, რომ თუ 2016 წელს მოსახლეობა მის პოზიციას არ გაიზიარებს და სხვა შედეგებს მივიღებთ, იგი წყნარად, ვალმოხდილი წავა და მებაღეობას გააგრძელებს.

 

 

შეკითხვაზე, თუ მოსახლეობა 2016 წელს არ დაუჭერს მხარს იმ გუნდს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა: "მეც მიფიქრია მაგაზე. მე არა მგონია, რომ ეს ასე იქნება და თუ ეს ასე იქნება, პრინციპში არც კი ვიცი ჩემი ცხოვრებისთვის რომელია უკეთესი. და არ იქნება 2016-ში, ეს იქნება ოდესღაც, იქნება უფრო გვიან და როდესაც იქნება... მე რაც მამოძრავებს დღეს, და როცა იქნება ეს, მე სიამოვნებით მოვიხსნი ამ როლს და ამ მანტიას და ვიტყვი, რომ მე ჩემი როლი ვითამაშე, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე რაც შემეძლო, და ვალმოხდილი გადავალ და მებაღეობას გავაგრძელებ, რაც არის ჩემი რეალური ჰობი და რაც ძალიან მიყვარს. არა მგონია ეს 2016 წელს მოხდეს, მაგრამ თეორიულად ვერაფერს ვერ გამოვრიცხვათ. თუ მოსახლეობა ჩემს პოზიციას არ იზიარებს და ჩემი არ სჯერა და აქცენტებს, რასაც მე ვაკეთებ არ იზიარებს და სხვა შედეგებს მივიღებთ, რა თქმა უნდა მე ვალმოხდილი წავალ და წყნარად წავალ. მე პატარა ბიჭი აღარა ვარ პრინციპში, ის ენერგია აღარა მაქვს, რაც ადრე მქონდა, მაგრამ მე მაქვს ვალდებულების განცდა და ეს ერთადერთია რამ მამოძრავებს. არავითარი პირადული არ მამოძრავებს და არავითარი კომერციული ინტერესი მე საქართველოში არა მაქვს. მე მხოლოდ ვხარჯავ და არაფერს არ ვიღებ და საბედნიეროდ, მე მაქვს ამის საშუალება", თქვა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 4
#4   mgeli
      
ვაი იმ ქვეყანას, სადაც ეს ხარბი და გაუმაძღარი არარაობა ქველმოქმედად ითვლება.
26 ივნისი 2018 13:56
#3   David
      
ამიტომ არ მოიშოროთ ეგ ხალხი გვერდიდან თქვენი პოპულარობა რომ არ დაეცეს!
26 ივნისი 2018 10:17
#2  qutaiseli
      
რაც გააკეტე ისაა რომ საქართველოში დაამარცხე ფასშიზმი სხვა დაპირება არაფერი არ შეგისრულებია არა და არა და თავს ნუ გამოიდობ რა ვუქნად იმ რეალობას რომ ქართველ ხალხს შია , წყურია უმუშევარია ოჯახები არ ვითარდება ,სად წაიღე დაპირება პენსიონერები ღირსეულად იცხოვრებენო ,ისე იცხოვრა შენმა გვარმა ისინი რომ ცხოვრობენ ცხოვრება სასტიკად გაძვირდა ბაზარს ცეცხლი უკიდია თითოეული ოჯახის შემოსავალი გადასახადებს ვერ წვდება რა ქნას ხალხმა სხვა არაფერი უნდა? წამალი ისე ძვირია ექიმთან მისვლას აზრი არ აქვს დენი და გაზის გადასახადი შემცირდებაო და იმ ლხვნისკარტა კალაძის ინტერესებიდან გამომდინარე პირიქით მოიმატა, ხალხმა ყველაფერი იცის ისიც იცის რომ საქართველო საკუთარ ცეხად გადააქციე და ფეხებზე მოიკიდე ხალხის სოციალური პირობები გმინავს და გწყევლის ხალხი ერთი დღე იქნება მოგივა ეს წყევლა კრულვა ნუ გგონია ამ ქვეყანას გამოეკერები იცოდე წაწყმედილი წახვალ ამ ქვეყნიდან ხალხმა მხარი უნდა დამიჭიროს თორემ წავალო რომ ამბობ რატომ დაგიჭიროდ მხარი მერე რომ იძახო მარგველაშვილივით შევცდიო შენ არ იჯერებ თორემ ნარმანიაშიც შეცდი შეცდი პარლამენტის წევრებშიც აბა რა უნდოდათ პარლამენტში ბესელიას ამ უავტორიტეტო ქალს რომელიც ბოზობისათვის მამამ გააგდო სახლიდან ან რა გააკეთა ხალხისათვის პარლამენტში, რა უნდოდათ პარლამენტშითოფაძეს და ტყემალაძეს კითხედ ამ ოდ სალახანას რამდენი ქართველი გადაარჩინა მრეწველობამ რა თქმა უნდა საკუთარი თავიც დადაარჩინეს და საკუთარი მრეწველობაც წლების განმავლობაში მათი ლოზუნგი და მათი გდება პარლამენტში უკვე საანეგდოტო თემა გახდა ხალხში რაუნდა პარლამენტში მიროტაძეს რა უნდა პარლამენტში გედია ფოფხაძეს და დანარჩენ მუნჯაძეებს რომლებიც ხმასაც არ იღებენ და ზიან ბაიყუშებივით მთავრობის წევრებს კი ნუღარ იტყვი მარტო ხადური იქნება საკმარისი იმისა თუ რას წარმოადგენენ ისინი თქვენ ამ არა ქალებისა და არაკაცების მომცილებელი არა კი არა ვერახართ და იქნებ მართლა ჯობია ქვეყნისაც და თქვენთვისაც რომ წახვიდეთ თუმც ჯერ არ წახვალთ ვინაიდან შვილისთვის თბილისის პანორამა გაქვს ასაგები იცოდე ის პანორამა დაანგრევს თბილისს და შენც გიმსხვერპლებს და ეს კარგად დაიმახსოვრე შენ არ ხარ პატრიოტი შენ ხარ ფულების ტომარაში ჩამალული ანაკონდა და ამიტომ მოატყუე და გადააგდე ქართველი ხალხი
25 ოქტომბერი 2015 00:18
#1   nana
      
მადლობა დიდი დიდი მადლობა იმედია დააპასებს ქართველი ადამიანი თქვენს ტანგანწირვას და 2 ან 30 ვერცხლად არ გაყიდის იუდასავით საქართველოს მე ხმას მოგცემთ დიდი მადლობა იმედია გრზნობთ უბრალო ხალხის მხარდაჯერას smile








ენია
24 ოქტომბერი 2015 17:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი