სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.9 პროცენტიანი ზრდა.
2021 წლის იანვართან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.56 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 0.7 პროცენტიანი ზრდა სასმელებზე და 1.7 პროცენტიანი მატება სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე 2.5 პროცენტით, რამაც 0.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.
„გარდა ამისა, ფასების 0.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
12-თვიან პერიოდში კი, საქსტატის მონაცემებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე.
„დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.06 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები გაძვირდა 14.3 პროცენტით, სასმელები – 11.2 პროცენტით და ძირითადი ლითონები – 30.5 პროცენტით.
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 22.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.48 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 27.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.81 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 11.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 12.8 პროცენტიანი ზრდა ლითონის მადნებზე“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.