ახალციხეში ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელიც თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადმოყვანილი, გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახს ცოტა ხნის წინ კლინიკის ექიმებმა დაუდასტურეს.
მანამდე ცოტა ხნით ადრე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, კლინიკურად სახეზე იყო გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, გრძელდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამეტრებში აღარ იყო და ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო კვლავ გულის გაჩერება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.