ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტს მოუწევს განმარტებების გაკეთება
24-10-2015, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და "რუსთავი2"-ის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა.

 

 

ივანიშვილის შეფასებით, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს, "დაუძლურებულ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს.

 

 

"მას მოუწევს განმარტებების გაკეთება. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის ქვეყანა, უნდა რომ მხარი მხოლოდ ამ დაუძლურებულ ძალას დაუჭიროს და "გააპრავოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ამასთან, ყოფილ პრემიერს ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადებიდან რამდენიმე საათში "ნიუ იორკ თაიმსში" სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც გიორგი მარგველაშვილის განცხადება დადებითადაა შეფასებული. ივანიშვილი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ახსენებს აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს თემურ იაკობაშვილს.

 

 

"ის ვინც აკეთებს ასეთ განცხადებას, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. აბა ნახეთ, მარგველაშვილის განცხადების შემდეგ 2 საათში "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს სტატიას და აქებს პრეზიდენტს. ვისი გაკეთებულია ეს? მარგველაშვილს სად აქვს ამის რესურსი? – არ დაგვავიწყდეს იაკობაშვილი, რომელიც დღემდე რჩება ამერიკაში "ნაციონალური მოძრაობის" ელჩად ან ვინმე ამის მსგავსი. "ნიუ იორკ თაიმსში" სტატიის გამოქვეყნება არ არის იოლი და ამ შემთხვევაში კიდევ 5 წუთში გამოქვეყნდა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი