საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალი არ უნდა შეეწიროს ივანიშვილის და სააკაშვილის მანიაკალურ ამბიციებს!
19-03-2021, 13:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა გითხრათ, იცით?! უწინარესად, მინდა შეგახსენოთ, რასაც მუდამ ვამბობდი, რომ - ნაცებიც და ქოცებიც საბჭოური მენტალობის "მედასავლეთეები" არიან, ე.წ. მიქსი, ნეო-ბოლშევიკების და ნეო-ლიბერალების, მათთვის მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ, თორემ  დასავლური ღირებულებებიც და ფასეულობებიც ორივეს ერთნაირად ფეხებზე ჰკიდიათ!

 

 

ეს დაადასტურა, ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებმა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, რის გამოც ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება უფრო დამძიმდება! ამიტომ, უახლოეს თვეებში თუ არ შეიქმნა ახალი ძალა, რომელიც ჩაანაცვლებს ბიძოს ქოცებს და მიშას ნაცებს, ჯერ, თუნდაც სამომავლო პერსპექტივით მაინც, კიდევ დიდხანს ვიქნებით ამ ჭაობში, რომელშიც დღეს ვართ! ჩემი თავი ჯანდაბას, ალბათ, ვერაფერ კარგს ვეღარ მოვესწრები, მაგრამ 20-25 წლით ჩვენს შვილებსაც დავუკარგავთ პერსპექტივას, რომ ნორმალურ, დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ სახელმწიფოში იცხოვრონ! - ბიძქოცებს და ნაცმიშებს სამოქალაქო ჯახისკენ, დაპირისპირებისაკენ მიჰყავთ ქვეყანა, არცერთი მათგანი არ დათმობს მისხალს ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ქოცების მიზანია ნებისმიერი ხერხით ძალაუფლების შენარჩუნება, ხოლო ნაცების მიზანია ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში დაბრუნება! ორივე შემთხვევაში, საქართველო განწირულია ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსისათვის, რომელსაც ისეთი კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, რომ წარმოდგენაც კი შეგზარავთ!

 

 

აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოება სწრაფად უნდა გამოვიდეს ლეთარგიული მდგომარეობიდან, ბოლოსდაბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ საქართველოს მმართველობისთვის, მისი სამუდამოდ ხელში ჩასაგდებად ქოცების და ნაცების სამკვდრო-სასიცოხლო ომის შემყურეთ, ქვეყანა გვეცლება ხელიდან! ნუთუ, დავითის და თამარის, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქვეყანა, ჩვენი დიდი წინაპარების პატრონი ქართველი ერი, ორი "ჰიპნოტიზიორის", ივანიშვილის და სააკაშვილის მანკიერ, ფსიქოპატურ ამბიციებს გადააყოლებს, საუკუნეების მანძილზე სისხლით და ტანჯვით გამოვლილ ქვეყანას?! ქართულმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა, ქვეყნის აწმყოსა და მომავლისათვის საშიშ ამ "პერსონებს" უნდა მკაცრად მოსთხოვოს, რომ მათ შეწყვიტონ საქართველოს "არევა"! დიახ, სხვა არაფერი ჰქვია მათ ღია თუ ფარულ ქმედებებს, საკუთარი ავადმყოფური მიზნების მისაღწევად! ბასტა! დავამთავროთ, ცრუპატრიოტთა და ფარისეველთა 18 წლიანი ბოგინი, ჩვენი წმინდანების ძვლებით გაპოხიერებულ ქართულ მიწაზე!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი