თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას, რომელსაც პროკურატურამ ბრალი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის წარუდგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით გირაოს 5 000 ლარის ოდენობით შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, სახეზე შესაძლოა, სქესობრივი დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო.
„მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სადაც ჩვენ ვასაბუთებდით, რომ მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის სპეციფიკურობიდან, ხასიათიდან გამომდინარე, არსებობდა ახალი დანაშაულის მომეტებული საფრთხე, მით უფრო არსებობს დაზარალებულზე მისი მხრიდან ზემოქმედების საფრთხე და ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ საფრთხეების ერთადერთი აღკვეთის საშუალება იყო პატიმრობა. დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა ბევრი მტკიცებულებაა საქმეში, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე წარმოდგენილი არის ნივთიერი მტკიცებულებები და მათ შორის რა თქმა უნდა სხვადასხვა მტკიცებულებები, რომელზეც უკვე დაინიშნება ექპსერტიზა“, განაცხადა სხდომიდან გამოსულმა საქმის პროკურორმა „ტვ პირველთან“ პირდაპირი ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.