რა დროში იწყება ანაფილაქსია და თუ არის რამე ტესტი რომ იცოდე, გექნება თუ არა ანაფილაქსია? - ექიმი გიორგი ღოღობერიძე
19-03-2021, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა დროში იწყება ანაფილაქსია? - 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან; არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია? სამწუხაროდ, არა. - რეზიდენტ-ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს. 

 

 

ბევრი წერილი შემოვიდა და პაციენტებისთვის, აქ წერია მოკლედ:

 

 

რა დროში იწყება ანაფილაქსია?

 


5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან

 


არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია?

 

 

სამწუხაროდ, არა.

 

 

თუ არ ვარ ალერგიული, შეიძლება დამემართოს ანაფილაქსია?

 

 

შეიძლება.

 

 

თუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება?

 

 

ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში).

 

 

რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?

 

 

უმთავრესად ეს არის ქავილი მთელი სხეულის, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება;

 

 

70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით.

 

 

10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;

 

 

30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება.

 

 

20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით

 

 

რა იწვევს ანაფილაქსიას?

 

 

ძირითადად ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა

 

 

რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?

 

 

 ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:

 


1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით;


2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით);


3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით).

 

 

რით მრთავდება ანაფილაქსია?

 

 

98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება, სტეროიდული ჰორმონების გამოყენება საჭიროებისამებრ.

 

 

შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?

 

 

ძალიან იშვიათად.

 

 

ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ კეთდება დაგვიანებით ან თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად.

 

 

რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცველების მიზეზი?

 

 

ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო;

 

 

დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება;

 

 

მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო;

 

 

რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?

 


ზოგადი ალბათობა არის 0.05%.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი