თბილისის მერის მოადგილე: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება პირველად თბილისის მერიამ გაავრცელა
19-03-2021, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თავად გაავრცელა და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

 


მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ ვითარებას გაეცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში დაიწყეს.

 


„როდესაც მერიამ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა, პროცესი რამდენიმე დღით ადრე იყო დაწყებული. როგორც კი პირველი ბზარი გაჩნდა - გავრცელებული ფოტოები რომელ დღესაც არის გადაღებული, იმავე დღესვე, ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში,დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე ვიმყოფებოდით და მონიტორინგი დავიწყეთ. როდესაც ვნახეთ, რომ ბზარებიპროგრესირებდა და უფრო მეტად ემატებოდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და პირველად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობისთვის გაავრცელაგანცხადება, რომლითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა ჩაიკეტა. თუ ვინმეს იმის აპელირება სურს, რომ ეს ბზარები უფრო ადრე გაჩნდა და მერია ამ ინფორმაციას მალავდა, შემიძლია, ფაქტის დაფიქსირებამდე გადაღებული ვიდეოები წარმოგიდგინოთ და ამისთვის ანონიმური წყარო არ არის საჭირო. როგორც კი სპეციალისტების მხრიდანრეკომენდაცია მივიღეთ, რომ ფაქტი საფრთხის შემცველი იყო კონკრეტულად მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებისთვის, გზა იმავედღესჩაიკეტა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 


მისივე განმარტებით, თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩენილი ბზარები მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ ყოფილა და სპეციალისტებისგან გზის ჩაკეტვის რეკომენდაციაც არ გაცემულა.

 


„როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იყო გაცილებით პატარა მასშტაბის. შესაბამისად, რეკომენდაციები იყო, რომ იმ მომენტისთვის, იმ დღისთვის არ იყო მოსახლეობისთვისსაფრთხის შემცველი. თუმცა, როდესაც მეწყერმა იმ ეტაპს მიაღწია, რომ უკვე შეიძლებოდა გადაადგილებისთვის და მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, იმავე დღესვე გავრცელდა განცხადებაც და ქუჩაც ჩაიკეტა“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

 


ირაკლი ბენდელიანის თქმით, მეწყერის გამომწვევ მიზეზებს გეოლოგები და დარგის სპეციალისტები შეისწავლიან.

 


გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი