გეოლოგი ლევან ჯაფარიძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
19-03-2021, 16:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მთავარი გეოლოგი ლევან ჯაფარიძე ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლის პროცესში ჩაერთო და პროცესით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველი განმარტება გააკეთა.

 


გეოლოგის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ლევან ჯაფარიძის თქმით, პრევენციული ღონისძიებებისთვის, პირველ ეტაპზე, აუცილებელია, გაკეთდეს საინჟინრო-გეოლოგიური ღონისძიებების პროექტი ანუ ე.წ. სტრატიგრაფია.

 


„დღეს მე, როგორც სპეციალისტი, აქ პირველად ვარ და რა სურათიც ვნახე, ამ ყველაფერს საერთო არ აქვს მოსახლეობის საშიშროებასთან. რაც შეეხება შემდეგი მოქმედების გეგმას, აქ შესწავლილ უნდა იქნას ამ შრეების ხასიათი, საინჟინრო-გეოლოგიური მასალის შესწავლა უნდა მოხდეს, ზუსტად უნდა აისახოს დაზიანების სურათი, ნაპრალები, რაც სახეზეა, რამდენად შეიძლება ეს საშიში იყოს, არა მოსახლეობისთვის, არამედ გზისთვის, ხელმეორედ რომ არ იყოს საკეთებელი. წვიმა იქნება თუ მიწისძვრის ელემენტები, ისევ შეიძლება, გაჩნდეს ნაპრალები, შეიძლება რაღაც ნაწილი წამოვიდეს ქვემოთ და დააზიანოს აშენებული გზა.

 


პრევენციულ ღონისძიებების კუთხით უნდა გაკეთდეს პროექტი, რომლისთვისაც უნდა მომზადდეს საინჟინრო-გეოლოგიური საფუძველი, ე.წ. სტრატიგრაფია და ეს სხვა არაფერია თუ არა შრეების ჩაწოლის სურათის ასახვა. ამის მიხედვით სადღაც მოიჭრება ის ქანები, რომელთა გამაგრება შეუძლებელია. ნაწილი უნდა გამაგრდეს სხვადასხვა გეოტექნიკური ღონისძიებით. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და არ მგონია, ამას დიდი დრო დასჭირდეს. მთავარია გაკეთდეს იმ ხალხის მიერ, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. ერთი რამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აქ მოსახლეობისთვის არაფერია საშიში“, – განაცხადა აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი