ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროს კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა მალევე მოხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა
19-03-2021, 16:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროს კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა მალევე მოხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.

 


„იყო რთული რეაქცია, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა, თუმცა მალევე მოხდა მისი კუპირება. დაახლოებით მსგავს ანაფილაქსიასთან გვქონდა საქმე. არის ანაფილაქსიის შოკი და ასევე ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობები, რომელიც შოკის სახით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ იყოს მსგავსი. ასეთი იყო ერთი შემთხვევა“, განაცხადა გაბუნიამ.

 

 

მისი თქმით, სააქართველოში ადრენალინის მარაგი არის ყველა დაწესებულებაში და გუშინ ახალციხეში ეს მედიკამენტი გამოყენებულ იქნა.

 

 

„ადრენალინი არის ეპინეფრინი, დავაზუსტებ. ადრენალინი არის ის ნივთიერება, რომელიც ნაჩვენებია პროტოკოლით და რომლის მარაგიც არის, ასევე არის ყველა დაწესებულებაში. ამდენად, რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტი გამოყენებულ იქნა. მის გარეშე სამედიცინო სისტემა ვერ მუშაობს. უხერხულია შეკითხვა, არის თუ არა ქვეყანაში ადრენალინი“, განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი