ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ეშტია-ნინოწმინდის სასმელი წყლის მილსადენის სრული მშენებლობის ან ნაწილობრივი შეკეთების ტენდერში გამარჯვებული პროექტი განიხილეს.
შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჰან აროიანი, მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, შპს „წყალმომარაგების“ ნინოწმინდის ფილიალის სერვისცენტრის მენეჯერი არზუნ გოროიანი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე ყველა დამსწრის მოსაზრებები და შენიშვნები გაითვალისწინეს.
„აღნიშნული პროექტი პრიორიტეტულია, ის მოაგვარებს სასმელი წყლის საკითხს, რაც ქალაქისა და სოფ. ეშტიის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში პრობლემა იყო“, აცხადებენ ნინოწმინდის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.