„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს“, ოპოზიცია „სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე“ გადადის და ხვალ რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმას გააცნობს მხარდამჭერებს.
„გუშინდელმა დღემ პრაქტიკულად შეცვალა ის რეალობა, რომელშიც დღეს აღმოჩნდა ქვეყანა. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ზურგი შეაქცია, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს. ეს იყო მათი პასუხი იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ერთი კვირის განმავლობაში. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იყო სრულად კონსტრუქციული თავის მიდგომებში, არა მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესში, არამედ ქმედებებშიც. ჩვენ უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველ აქცია და მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც დაგეგმილი იყო, მაგრამ ხვალიდან უკვე ჩვენ გადავდივართ სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე, სულ სხვა ტალღაზე. ამიტომ ჩვენს გეგმას, რას ვაპირებთ და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ 12:00 საათზე რუსთაველზე გამოვაცხადებთ. იქნება საპროტესტო ტალღა“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.