ბიძინა ივანიშვილი: ვაჟბატონი გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ
24-10-2015, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეს ვაჟბატონი გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც ამ კადრებს იღებდნენ, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე გვარამია, სწორედ ისე დგას დღეს თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პირადი ცხოვრების და წამების ამსახველი კადრები, რომლებიც გავრცელდა მას არ უნახავს, თუმცა საზოგადოების რეაქციიდან იცის, რომ ისინი ძალიან მძაფრი იყო.

 


"გახსოვთ, როდესაც ხვედელიძე რეალურად ჩვენი შტაბის უფროსი იყო და ჩემთან ძალიან ახლოს იყო, მინისტრის პირველი მოადგილე იყო, მან გამოაქვეყნა, ყოველ შემთხვევაში თავის დროზე ასე დაადგინა გამოძიებამ, რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო გადაღებული და ნახეთ ჩვენი რეაქცია. მე ვიყავი მაშინ პრემიერ-მინისტრი როგორ დაუზოგავად მოვექეცით გუნდის წევრს განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან". მათი იდეოლოგია არის, რომ თავის თავი შეინარჩუნონ მხოლოდ. ნახეთ, როგორი თამაშის წესები დავაწესეთ, როდესაც მოვედით მთავრობაში ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას. ჩვენ ვართ არჩეული საზოგადოების მხრიდან, ჩვენ უნდა ვემსახუროთ მთელ ხალხს და არა ერთ გუნდს და არა ერთ მუშტს და ამისთვის გუნდის საუკეთესო წევრი ჩვენ არ დავზოგეთ. თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაცამ მიიღო ახალი კადრების გავრცელებაში მონაწილეობა, რეაქცია იქნება ადეკვატური. კატასტროფა იყო ის რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" მსჯელობით მიდის ახლა იმაზე საუბარი, რომ ყველაზე დიდი დანაშაული არის მისი გავრცელება და არა ის რაც მისი შიგთავსი", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მისი თქმით, როდესაც დაითვალეს ხარჯები პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გადაღებისთვის, აღმოჩნდა, რომ 100 მილიონზე მეტია დახარჯული კადრების გადსაღებად.

 

 

"მინდა პარალელი გავავლო. აი, ის გვარამია, ვაჟბატონი გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც ეს კადრები იღებოდა, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე გვარამია სწორედ ისე დგას დღეს თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე. ასეთ პარალელს გავავლებდი მე. ვინ არის გვარამია რა უნდა დღეს, ის არის მენეჯერი, მესაკუთრე არაა. ყარამანაშვილები სახელდებიან მფლობელად. კეზერაშვილზე უნდოდათ შუა პროცესში გადაფორმება, რა შუაშია გვარამია? გვარამია არის იმ შუაში როგორც ამ საშინელი კადრების გადაღების დროს იყო. რა დღეში ჰყავდა მთელი საქართველოს მოსახლეობა. ეს ვაჟბატონი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე და იდგა კანონის სადარჯოზე. ამის შემდეგ დგას თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე. ეს შეურაცხმყოფელია ალბათ თქვენთვისაც. ასე ხატავენ, რომ თუ "რუსთავი2"-ს რამე დაემართა თავისუფალი სიტყვა დაინგრევა. თქვენ ტელევიზია არ ხართ? თქვენ ვინმე გზღუდავთ? "მაესტროს" ვინმე ზღუდავს? რა მოსატანია, მაგრამ "პირველი არხი" ნახეთ. ამ არხს საინფორმაციოს უფროსი არ ჰყავდა, ახლა დანიშნეს ვინმე გვიმრაძე, რომელიც ჩვენი ოპონენტია", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მისი თქმით, ის, რომ ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა მიუღებელია, რადგან იმ ხალხს, რომელიც გააუბედურეს ბოდიში ვერ უშველის.

 

 

"ის არის მენეჯერი და მან ჟურნალისტებზე უნდა იზრუნოს. ვიცით რეალური მფლობელი - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მანქანა. გვარამია როგორც მაშინ ემსახურებოდა სისტემას, ისევე იცავს "ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მანქანას", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი