საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს
20-03-2021, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს.

 


პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, სკოლის მიღმა დარჩენილი ან სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები. პროგრამა მათ დაეხმარება, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და 2021-2023 წლებში განხორციელდება.

 


პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნორვეგიის ელჩმა ჰელენ სანდ ანდრესენმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს გენერალურმა მენეჯერმა, ანმარი ბექმან ჰანსენმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.​

 


საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი აცხადებს, რომ წარმატებული შედეგის იმედი აქვთ.

 


„მოხარული ვართ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოში ინკლუზიური განათლების თანამშრომლობის მიმართულებით. ეს არის მთავარი პროგრამა, რომელიც მოგვიტანს პოზიტიურ ხელშესახებ შედეგს საზოგადოებისთვის და ინკლუზიური განათლების მიმართულებით, კერძოდ კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობა. გაერო-ს ბავშვთა ფონდი მადლობას უხდის ნორვეგიის მთავრობას, ნორვეგიის ელჩს საქართველოში ჰელენ სენდ ედრესონს და ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. იმედი გვაქვს წარმატებული შედეგების“, – აცხადებს ღასან ხალილი.

 


საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი აღნიშნავს, რომ სასიხარულო და მისასალმებელია ინკლუზიური განათლების მიმართულებით ოთხკომპონენტიანი პროექტის განხორციელება.

 


„იგი დაფუძნებულია ეროვნული განვითარების პრიორიტეტებზე და მდგრადი განვითარების საერთო მიზნებს ემსახურება. ჩვენი ძირითადი საერთო მიზანი და ერთიანი ხედვაა, რომ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი თითოეული ბავშვისათვის. არცერთი ბავშვი განათლების გარეშე!“ – აცხადებს ჰელენ სანდ ანდრესენი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი