ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს ხელოვნური კრიზისი.
„ვფიქრობთ, უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი. მაშინ, როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ, მათ შემოვლენ პარლამენტში. როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც, როცა მოუნდება მაშინ გამოვა ციხიდან. ამ არგუმენტებით, ამ ძალით შექმნილი ხელოვნური კრიზისით და არგუმენტებით, რომლებიც მათზეა დამოკიდებული რომ აღმოიფხვრას ერთ წამში, შეუძლებელია ვილაპარაკოთ, რომ კრიზისია ქვეყანაში და რაღაც სხვა დღის წესრიგი ვერ იქნება“, განაცხადა მდინარაძემ და დაამატა, რომ ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია პარლამენტში შესვლა.
„ვფიქრობთ, ისეთ საკითხებზე, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ ეს არის: პანდემია, ვაქცინაცია, შესაბამისი რეგულაციები, პოსტპანდემიური აღდგენითი გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში და მიმდინარეობს. ასევე, ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პროექტები, ევროინტეგრაციის საკითხები, სადაც მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს, ენერგოდამოუკიდებლობა და აქ გვაქვს კონკრეტული გამოწვევები. იცით მიმდინარე გამოწვევა ამ მიმართულებით და აქაც ჩვენ უნდა მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას ამ გამოგონილ და ხელოვნური კრიზისის პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობასა და პარტნიორობას ჩვენს ევროპელ, დასავლელ და ამერიკელ კოლეგებთან. ყველა ის კომპრომისული წინადადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა დადებული მოლაპარაკების მაგიდასთან, არის დღის წესრიგში და ნებისმიერ მათგანზე ნებისმიერ დროს შეუძლიათ პასუხის გაცემა, შემოსვლა პარლამენტში და მონაწილეობა იმ საკითხების პოზიტიურად და ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, რა საკითხებიც ახლა ჩამოვთვალე“, აღნიშნა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.