ქათამმა თქვა, - ხარი დაკლეს, მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, მე წამაკლესო.
ქათამმა თქვაო, ქათამმა, მელამ კი არა!
ჰოდა, ნიკა მელია კი წააკლეს ქათამივით და თვითონ სოფელ-სოფელ უნდა ისუნსულონ 15 მაისამდე.
ესე იგი, კიდევ 2 თვე, 15 მაისამდე (და 15 მაისის შემდეგაც!) მელია საკანში იქნება, ესენი კი სუფთა ჰაერზე გაისეირნებენ და გაილაღებენ!
მერე ყველა ერთად რამდენიმეათასკაციან (ისიც, ხალხი საერთოდ თუ შეკრიბეს და კუდით ქვა არ ასროლინეს!) მიტინგს გამართავს და დაიშლებიან!
მელია კი ისევ საკანში დარჩება!
ჭკუა აქვს ახლა ნიკა მელიას?!
გადაიხადე ეგ გირაო და გრიშას გაყე, სანამ დროა!
ბონდო მძინარაშვილი,
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.