„ბოლომდე ჩაგტკეპნიან და გაგყრიან მაგ ქვეყნიდან“ - მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ბიზნესმენებს „დინგში მოარტყან ამ მთავრობას“ და „თავგასულ“ ივანიშვილს
20-03-2021, 20:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მცირე ბიზნესს გაუძვირა დენის გადასახადი 12-დან 32 თეთრამდე, ესე იგი, თითქმის 3-ჯერ მეტს დენისთვის ვიდრე აქამდე იხდიდა ყველა რესტორანი, კაფე, სასტუმრო, სავაჭრო ობიექტი, პატარა საამქრო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და მოუწოდებს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს „დინგში მოარტყან ამ მთავრობას“ და „თავგასულ“ ივანიშვილს, რომელიც სააკაშვილის თქმით, „ნამახვანს“ აშენებს იმიტომ, რომ „ჰაიდელბერგ ცემენტი“ აქცია მონოპოლისტად, იყიდა და 250 მილიონ დოლარს აკეთებს მარტო „ნამახვანზე“.

 

 

მისი თქმით დენის ტარიფის გაძვირება მოხდა იმ ფონზე, როცა „ეკონომიკის კრიზისმა ისედაც წელში გატეხა, გაანადგურა და გაქრობის პირას მიიყვანა ამ საწარმოების უმეტესობა - და იცით რატომ ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოჭრა მილიარდი დოლარის ბიტკოინები უფასოდ, თითოეული თქვენგანის ხარჯზე, თითოეული მაღაზიის, რესტორნის, სავაჭრო ობიექტის და ახლა საიდანღაც ხომ უნდა ამოიღოს ფული და იღებს თქვენი ჯიბეებიდან!“

 

 

 


„ზუსტად ასევე ყველა ობიექტში არის ინტერესი - „ნამახვანს“ აშენებს იმიტომ, რომ „ჰაიდელბერგ ცემენტი“ აქცია მონოპოლისტად, იყიდა და 250 მილიონ დოლარს აკეთებს მარტო „ნამახვანზე“ და ბევრ სხვა ჰესში აქვს ჩადებული თავისი ინტერესი, მათ შორის თავისი ცემენტის გაყიდვით და პირდაპირი წილის სახით. აი, სად არის ძაღლის თავი ჩამარხული.

 


ამ კაცს მიაჩნია - ისეა თავგასული - რომ წინააღმდეგობა მაინც არ იქნება თქვენგან და მაინც გაუვა თავს ეს ყველაფერი. მე მინდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდო, დაიცვან თავისი უფლებები - დინგში მოარტყან ამ მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლომდე გადაგივლიან და ბოლომდე ჩაგტკეპნიან და გაგყრიან მაგ ქვეყნიდან.

 


ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, ყველა უნდა დავდგეთ ერთად, ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, იმაში, რაც არის სამართლიანი ამ უსამართლობის წინააღმდეგ“, აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი