საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა მათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის.
„ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ეს დღეს არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლის, სიყვარულის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, ურთიერთობა. პანდემიის გამო, ჩვენ განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია ამ დღის აღნიშვნა. მახსოვს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯერ კიდევ პირველ ჯერზე, მაშინ პირადად ჩამოვდიოდი მარნეულში და ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. სამწუხაროდ, დღეს, პანდემიის გამო, სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ რეალობის გათვალისწინებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს - ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.