„მარგველაშვილს ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში“ - ავლაბრის სასახლისთვის ბრძოლა გრძელდება
24-10-2015, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას კიდევ ერთხელ ახსენებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. "მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა ამოიღონ" - განაცხადა "იმედის" ეთერში ივანიშვილმა.

 


"ასეთი ცინიზმი, რომ 9-10 მილიონი ლარი დამატებითი ხარჯები, არაფერი არ არის და ივანიშვილმა მიანიშნა და მთავრობამაც მიანიშნა, რომ კანონით შენ იმ სასახლეში გეკუთვნის, და ეს გაგრძელდება, ეს ასე ვერ დასრულდება და მე მუდამ შევახსენებ მთავრობასაც და მასაც. ეს სახელმწიფო არის თუ არ არის სახელმწიფო? რას ნიშნავს რომ მას სურვილი აქვს. მთავრობა წყვეტს, ვინ სად უნდა იყოს და როგორ და არა ის, რომ დაადო თავი და შევიდა. ეგრე არ არის. მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა ამოიღონ. რას ნიშნავს ეს რომ, ივანიშვილის ახირება იყო? ივანიშვილის ახირებაა ის, რომ 2 სასახლეა დაკეტილი? 1 500 - 2000 კვ.მ. სჭირდება მას რეალურად, რაც უფლებები აქვს. არაფერზე პასუხი არ მოეთხოვება რეალურად, არაფრით დატვირთული არ არის, არავითარი დიდი "სტაფი" მაგას არა ჰყავს. რა ხდება? რომ აცხადებს, რომ კონსტიტუციის დამცველი და დარაჯია, თვითონ უნდა დაიცვას პირველ რიგში კანონები. ასეთი სააკაშვილიც იყო. კანონი პირველ რიგში პრემიერმა უნდა დაიცვას და პრეზიდენტმა და მერე უნდა მოსთხოვო სხვას. თვითონ იქვე არღვევეს და ცინიკურად აცხადებს, რომ მერე რა მოხდაო, რომ 16 000 კვ.მ მიჭირავსო. ეს ივანიშვილის პრობლემააოო, თორემ გადავიდოდიო 9-ჯერ, ან საერთოდ დაცვის გარეშე ვივლიდიო", -განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მან მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდგომი პერიოდის კულისებს მიღმა არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მარგველაშვილმა, როცა მის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე მიდიოდა საუბარი, მას ერთადერთი პირობა დაუყენა.

 

 

"მე დაცვით არ ვივლიო, ხალხში უნდა ვიარო და ხშირად თვითონ უნდა ვმართო საჭე, რომ ხალხთან ახლოს ვიყო და დანახარჯები ჩემს მიმართ არ იყოს. ამის შემდგომ, ერთ თვეში მისი გაპრეზიდენტებიდან, ერთ-ერთი კამათის საგანი რაც იყო ჩვენს შორის, სანამ დავშორდებოდით, ჩემი მოთხოვნით - ვუთხარი მეტი აღარ დარეკო-თქო და დავემშვიდობე, იყო ბობოყვათის აგარაკი. მოისურვა ბობოყვათის აგარაკი. მე ვეუბნები, როგორ უნდა იკადრო-თქო ბობოყვათის აგარაკი და როგორ შეიძლება-თქო ეს? რა ვქნა ბიძინა, მეუბნება, 6 რეზიდენცია ჩავაბარე, აღშფოთებული მეუბნება. მე ვუთხარი, ჯერ ერთი შენ არ ჩაგიბარებია მაგი-თქო, მერე ბაბუაშენს არ დაუტოვებია შენთვის ეგ რეზიდენციები, არავითარი აგარაკი არ გეკუთვნის და არც არავინ არ მოგცემს-მეთქი, ეგ არ არის შენი პრეროგატივა-მეთქი... და მე-2, 140 კამერა აიკვიატა და ცეცხლგამძლე კარებები, ამოვაღებინე ჩემი პრემიერობისას ათონელზე, 3 მილიონი ჯდებოდა დამატებით ცეცხლგამძლე კარებები, მე ვთქვი, რომ ეს ფუფუნება არ აქვს მთავრობას და არაფერი არ სჭირს, რომ ეს კარებები ამოვიღოთ. 140 კამერაზე ვეკამათებოდი, არ გინდა მეთქი, სირცხვილია, რა გჭირს, აი ეს იყო კამათის მიზეზი. თუ გავიხსენებთ პრეზიდენტობამდე ამ კაცის პოზიციას, რომ მას უნდოდა დაცვის გარეშე ევლო, რომ ხარჯები შეემცირებინა... ეს კაცი იმ მარგველაშვილს უპირისპირდება, რომელიც პრეზიდენტი არ იყო. დღევანდელი მარგველაშვილი დაპირისპირებაში ივანიშვილთან კი არაა, იმ მარგველაშვილთანაა, რომელიც პრეზიდენტობამდე იყო, საკუთარ თავს, საკუთარ ხასიათს უპირისპირდება ეს კაცი და ვერ გაურკვევია, რა უნდა და როგორ უნდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   თემური ბარამიძე
      
ბ-ნ ბიძინა საბავშო ბაღის ბავშვივით რომ დაატარებდა ხელიხელ ჩაკიდებულ კარგი იყო. ეხლა არც კი რცხვენიაპრეზიდენტობა დაესიზმრებოდა. მიშას აჯობა სიგლახეში და ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობს. ძალზე არაკაცური საქციელია.
1 ნოემბერი 2016 09:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი