22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - კორონავირუსის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545
22-03-2021, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 85, იმერეთში – 22, გურიაში – 11, ამ ეტაპზე საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545.  ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 185 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 396 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75%.

 

 

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 192 PCR ტესტით.

 


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.56 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.

 

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 396 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 369-მდე.

 


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 710 პირი ემსხვერპლა.

 


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 2, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

 


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 725, აჭარაში – 147, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში – 129, აჭარაში – 25, იმერეთში – 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 – თბილისში, 35 – აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 15.

 


სულ 6 ოქტომბრიდან – 21 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 728 პირი.

 


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 156 პირი, აჭარაში – 583, იმერეთში – 935“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი