საქსტატი: 2020 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტი შეადგინა
22-03-2021, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49 407.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 0.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2020 წელს 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

 


საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 10.8 პროცენტით, მშენებლობა – 8.9 პროცენტით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 8.4 პროცენტით, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 7.4 პროცენტით. ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.9 პროცენტით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4.9 პროცენტით.

 


ამასთან, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 7.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების მიმართულებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მიმართულებით კი 3.6 პროცენტიანი, განათლება – 3.1 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1.8 პროცენტი, სხვა სახის მომსახურება – 7.1 პროცენტი.

 


რაც შეეხება კლებას, შემცირება აღინიშნა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-37.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-5.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-18.9 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-37.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-18.4 პროცენტი), მშენებლობა (-4.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-5.0 პროცენტი).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი