ავიცრები სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ.
„მე ავიცრები სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, საზოგადოებაც დადებითად განეწყოს ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში. რაც შეეხება აქტივობებს და კამპანიას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და დავეყრდნობით მათ დამატებით რეკომენდაციებს, რათა არ შეიქმნას კიდევ შეკითხვები და ხარვეზები იმ კომუნიკაციასთან, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებს მედია“, განაცხადა ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.