საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა
22-03-2021, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ დიპლომატს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მრავალწლიანი ორმხრივი მხარდაჭერა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში ესტონეთის წვლილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ესტონეთის კონტრიბუცია.

 

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატოში ინტეგრაციის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონეთის ელჩთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა.
შეხვედრას ესტონეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინიარვი დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი