ნინოწმინდაში სათხილამურო ტურნირი გაიმართა, რომელიც მოთხილამურე თადევოს არზუმანიანის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გარდა, ბაკურიანიდან ჩასულმა სპორტსმენებმაც, 40-მა მოთხილამურემ მიიღო მონაწილეობა.
14 წლამდე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა შავარშ ბდოიანმა, მეორე - ავაკ კარსლიანმა, ხოლო მესამე - მეხაკ კარსლიანმა. 14-18 წლამდე ჯგუფში პირველი ადგილი გიორგი სამსონიძემ დაიკავა, მეორე ადგილი ვლადიმირ გვარამაძემ, მესამე ადგილი არმენ ავეტისიანმა.
18 და ზემოთ ჯგუფიდან პირველი ადგილი მიხეილ ბექაურმა დაიკავა, მეორე ადგილი ერევანდ სავოიანმა და მესამე ადგილი სევაკ აროიანმა.
კულტურის სამსახურმა (უფროსი - ლევონ ვარდანიან, თანამშრომლები - ორგანიზატორები ვაჰე ირიციან და ვალერი ბროიან) გამარჯვებულებს გადასცეს მედლები, დიპლომები, სიგელები და სუვენირები․
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობა მიიღო ბაკურიანელმა ორმა გოგომ - ანი პეტროსიანმა და რიტა მაჰტესიანმა , რომლებსაც გადაეცათ დიპლომები და სუვენირები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.