ბიძინა ივანიშვილი: „ირაკლი ღარიბაშვილი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება“
24-10-2015, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია “იმედის" ეთერში საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა. მან ღარიბაშვილის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება.

 


„ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს და დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება. რაც შეეხება საუბრებს მის არაფორმალურობასთან დაკავშირებით, ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემს თავს ზედმეტად რამე მივანიშნო ან მივუთითო. მისი ბოლო ემოციური გამოსვლა არც მე მომეწონა.

 

 

ემოციები ახლდა, როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს რამდენჯერმე მითხოვნია კიდეც მისთვის, მაგრამ გაითვალისწინა? აი, არ გაითვალისწინა. ნუ, ახალგაზრდაა. მე არ ვფიქრობ, რომ ის არ არის თვითკმარი, პირიქით, საკმაოდ ჩამოყალიბებული ლიდერია. სააკაშვილისნაირი ლიდერისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს. ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება. თანამდებობაზე სწავლა, ეს არ არის სირცხვილი, თანამდებობაზე დიდი ხანი ხარ და იზრდები და სწავლობ. გამზადებულ მინისტრებს და პრემიერებს ჩვენ ვერსაიდან ვერ მოვიყვანთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი