ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დათვალიერეს.
ვანის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სკოლის შენობაში მიმდინარეობს ძველი ნალესის ჩამოყრა, მოხდა ძველი მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების დემონტაჟი, იცვლება შენობის იატაკი და ჭერი, პარალელურად სკოლის ეზოში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტ დარბაზი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს შენობაში ლიფტის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ბესტ ბილდინგ გრუპი“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარია და ის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თნახმად, სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.