გასაგებია, რომ ჩემგზაგავლილ კაცს აღარაფერი უნდა მიკვირდეს! მაგრამ მაინც მიკვირს! რა მიკვირს?! ადამიანთა სიბრიყვე!
ხალხი, რომელიც ერთი და იგივე სატყუარათი მიდის მეხუთე წრეზე, თან ისევ ჰგონია, რომ რაღაც იცვლება, ისევ მიტინგური სიშლეგე და ჟრუანტელი მონატრებია, როგორც ადრე, ახლაც აზრზე რომ ვერ მოსულა, თუ რა დანიშნულება აქვს ამ მიტინგებს, (როგორ ორგანიზდება ეს მიტინგები, ზუსტად რა დროს), ''ახალი მესიების'' განცხადებებსა და იმაში, თუ რა იმალება ყველაფერი ამის მიღმა, - აზრზე თუ არ მოეგება, სულ მალე მიიღებს ისეთ დარტყმას, საერთოდ რომ დაშლის და დაანგრევს მას ფსიქოლოგიურადაც, მატერიალურადაც და ზნეობრივადაც.
იგივე წრე გამოისახა!
ეს რომ იგივე წრეა, ამას ''მეინსტრიმული'' უბადრუკი ტელევიზიებიდან ვერ გაიგონებთ, - ახლა ახალი ''ბელადი (ან ჯგუფი ბელადებისა გეყოლებათ!).
თქვენ კი გევალებათ გააგრძელოთ ერთმანეთის ფურთხება, შეურაცხყოფა და ''ეს ჯობია'', ''ის ჯობია'', ''იგი მაგარია'', ''ის კი დამნაშავეა'' და ა.შ. უფალი სჯის ხალხს,
როცა მათ აზროვნებას ამრუდებს და მათ მისწრაფებას სიყალბისკენ და სიშლეგისკენ მიმართავს!
კარგად იკითხეთ ჩემი მოსაზრებები, თორემ მალე მაგარ ახალ ნაგავში აღმოჩნდებით, - გაცილებით მყრალი იქნება!
დემურ გიორხელიძე,
ანალიტიკოსი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.