საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე მისთვის გასაკვირი იყო, ისევე როგორც მისი მთავრობის მეთაურის პოსტიდან წასვლა.
როგორც კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა „იმედის“ ეთერში თქვა, გახარის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მას კითხვის ნიშნებს უჩენს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო ვერ იქნება.
„ბევრი ამბობდა, მათ შორის მედიასივრცეში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ის დაბრუნდება, ის ჩაუდგება „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში და ა.შ. რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ის ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი. ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა, ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი, მაგრამ გამიკვირდა, ამას ვიტყვი. მე მგონია, რომ ჯობდა, არ წასულიყო, რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნებაც ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს.
თუ შემობრუნდა, და როგორ ჩანს, ეს მას გადაწყვეტილი აქვს, რა თქმა უნა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია. თუმცა, გუნდში, ყველა, ვინც ვნახე მე დღეს პარლამენტში გადაბარების პროცესში, გაკვირვებული იყო მაინც მისი ამ განცხადებით, მათ შორის მე“, განაცხადა წულუკიანმა და დაამატა:
„იქნება კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს, არ ვარ დარწმუნებული, რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.