ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება პრობლემა იქნება არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ოპოზიციისთვისაც, რადგან ამ უკანასკნელს ბუნდოვანი სტრატეგია გააჩნია.
„ქართულ ოცნებას“ ჩამოშლილი აქვს თავზე ქვეყანა, სახელმწიფო აღარ არსებობს, ჩანაწერების სკანდალი გრძელდება და არავინ არ იცის, როდის დამთავრდება და დამთავრდება თუ არა საერთოდ. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ვის რა პოლიტიკური მომავალი ექნება. ის, რომ გახარია პრობლემაა, ოპოზიციისთვისაც სხვათა შორის, იმიტომ, რომ ოპოზიციური ფლანგი, მე ამ დრომდე თავს ვიკავებდი და რეალურად არ ვაკეთებდი განცხადებას და არ ვაკრიტიკებდი ოპოზიციას და მის ტაქტიკას, სანამ ისინი იყვნენ ერთიანები, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ რაღაც გაუგებარ დათქმებს 15 მაისი და ა.შ. კარგი, ვთქვათ, 15 მაისს შეიკრიბა... ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მე ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ და შუკა-შუკა ოპოზიციის ლიდერების ვოიაჟებს, დადიოდნენ ისინი წინასაარჩევნოდ და ვნახეთ რა შედეგებიც გვაქვს და გვაქვს ის, რაც გვაქვს. შეიკრიბა, ვთქვათ 15 მაისს 100 000 კაცი რუსთაველზე, მერე რა ხდება? ვინმე გვეუბნება ამას? რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას, მერე რა მოხდება?“, უთხრა ელისო კილაძემ „მთავარ არხს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.