როცა რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, ერთი ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება მოითხოვს, რომ "ხვალ შვეიცარია უნდა მოახერხოს ღარიბაშვილმა და მთავრობამ და გადავუსწროთ შვეციას, მივიღებთ ახალ უბედურებას".
ივანიშვილმა კურსის გაუფასურება ძირითადად კვლავ საგარეო ფაქტორებით ახსნა, თუმცა განმარტა, რომ "ადეკვატურად ვერ მოქმედებდა" ეროვნული ბანკი.
"როდესაც რეგიონსა და მსოფლიოში კრიზისია, ერთი ქვეყანა იქ ვერ იმარჯვებს და ვერ აკეთებს სასწაულებს, თუმცა კიდევ ჩნდება ეჭვები, რომ ეროვნულმა ბანკმა ადეკვატურად ვერ იმოქმედა ზოგიერთ სიტუაციაში. ასეთ პირობებშიც კი ჩვენ გვქონდა ეკონომიკის 3 %-იანი ზრდა, რითაც რეგიონშიც ყველაზე დიდი მაჩვენებელი დავაფიქსირეთ და ევროპაშიც. როცა ყველგან კრიზისია, ერთი ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, თუმცა იმ პრობლემებშიც კი, რაც შარშან იყო, ჩვენ ვიყავით სხვებზე უკეთეს სიტუაციაში - შედარებითია ყველაფერი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება უკეთეს წლებთან დაკავშირებით მის მიერ გაცემული დაპირების შესახებ დასმულ შეკითხვას, ივანიშვილმა თქვა, რომ ამაში თამაშის ახალი წესების დამკვიდრებას გულისხმობდა.
"რა მაძლევდა იმ განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ მეორე წელი იქნება სტაბილური, მესამე -კარგი, მეოთხე კიდევ უფრო კარგი და და ა.შ? ამის საფუძველი იყო ის, რომ ჩვენ ვაფუძნებდით იმ თამაშის წესებს, რის ხარჯზეც მიიღეს წარმატება წარმატებულმა ქვეყნებმა. კერძოდ ესენია ის, რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, ის რომ ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი, ის რომ ეკონომიკური კანონები უნდა იყოს გასაგები, ის რომ კანონი უნდა დაიცვას პირველ რიგში ხელისუფლებამ და ა.შ. სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ სწორი თამაშის წესები დაიგეგმებოდა, რაც მოხდა კიდეც და ამას ექნება შედეგი", - განაცხადა ივანიშვილმა. იგი "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მთავრობა არაეფექტურია.
"ამბობენ, რომ ინგრევა და ნადგურდება ყველაფერი – ბოდიში მოიხადონ. ინგრევა და ნადგურდება მათი პარტია მათივე ქმედებით და არა ჩემი ქმედებით.
თქვენ გინდათ ხვალ შვეიცარიასავით იცხოვროთ? - ბოდიში მოიხადეთ. თუ ხვალ ითხოვთ შვეციას, ბოდიში მოიხადეთ, მაშინ მიიღებთ ახალ უბედურებას. თუ საზოგადოება მოითხოვს იმას, რომ ხვალ შვეიცარია უნდა მოახერხოს ღარიბაშვილმა და მთავრობამ და გადავუსწროთ შვეციას, მივიღებთ ახალ უბედურებას. თუ რეალობას დავკარგავთ და ღვინიაშვილივით ვიქნებით, რომელმაც არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე მკითხა, სად არის დახნული მიწებიო, ახალ პრობლემებს მივიღებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.