საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 278 178 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 299-ით გაიზარდა და ის 270 668-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 4-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 714-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 20 903, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 296, PCR ტესტით - 6 607;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,53%, ბოლო 14 დღის - 1,61%, ბოლო 7 დღის - 1,82%;
კარანტინის რეჟიმში - 203;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 467;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 179.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.