საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ინგრიდა ლევრენსს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლატვიელ დიპლომატს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ლატვიის მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს და ყურადღება ნატოს ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
შეხვედრას ლატვიის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილმარს ძენევსი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.