ფოტო: ლევან ბეჟაშვილის Facebook-ის გვერდიდან
ვიცით, რომ გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“, მისი მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
ბეჟაშვილი გახარიას განცხადებას - რომ მისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა იქნება - „უადგილო ნოტაციების კითხვას“ უწოდებს.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს გახარიას განცხადებები, რომელიც პოლარიზაციას პირიქით ხელს უწყობდა: „ნაციონალურ მოძრაობას“ გაგაქრობთ” და ა.შ. ამ ადამიანისგან პოლარიზაციასთან დაკავშირებული ნოტაციების კითხვა უადგილოა. ვიცით, რომ გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“. შესაბამისად, ამ ადამიანთან მიმართებაში განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება და მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა“, განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.