მიხეილ სარჯველაძე: არ მჯერა, რომ გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს
23-03-2021, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს არ სჯერა, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებული გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს.

 

 

„ამის არ მჯერა, არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს იდეა. გიორგი გახარია იქნება თუ არა კონკურენტი „ქართული ოცნებისთვის“, ამის წინასწარ პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ. ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც ის გადადგამს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ესახება მას საქართველოს მომავალი, გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ მინისტრი იყო და ალბათ, სწორედ იმ მიმართულებით მიჰყავდა ქვეყანა, რაც მიაჩნია, რომ სწორი იყო. გიორგი გახარიას კონკრეტული ნაბიჯებიდან გამოჩნდება, თუ რა არის მისი კონკრეტული გეგმა და ხედვა. მის მიერ გაცხადებული ხედვა, რომ აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება და ნაბიჯები გადასადგმელია ევროინტეგრაციის მიმართულებით, სწორი ღირებულებებია, მაგრამ შემდეგ ვინ როგორ ვემსახურებით ამ საქმეს, ეს არის სადისკუსიო საკითხი. არ მგონია, რომ გიორგი გახარია, როცა პრემიერ მინისტრი აღარ არის, იმისგან გასხვავებული ხედვები ჩამოუყალიბდა, რაც მანამდე მისი მეთაურობით ხორციელდებოდა“, განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი