დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გარკვეული ტენდენცია გაჩნდა და აუცილებელია, რომ რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდეს.
მისი შეფასებით, თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით.
„არ ვიტყვი, რომ შემთხვევების ნახტომისებური ზრდა გვაქვს. სტაბილიზაცია გრძელდება, მაგრამ ბოლო ოთხი-ხუთი დღეა, სტაბილურად, ძალიან მცირედ შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება როგორც ინციდენტობის კუთხით (100 ათას მოსახლეზე გადათვლით), ისე დადებითობის მაჩვენებლის მხრივ. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რაოდენობა. თუმცა დღეს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია. ნოემბრიდან დღემდე ეს მაჩვენებელი ყველაზე მცირეა. დიდი მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს. თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით. თუ ჩვენ გვექნა ტედენდენცია შემთხვევების ზრდის, ანუ ეპიდვითარება თუ გაუარესდება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს და ამის შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.