"ქართული მისია" თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებისაგან ვაზიანში საცხოვრებელი კორპუსების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს
25-10-2015, 02:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული მისიის" წარმომადგენლები ვაზიანის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხი გააცნეს მათ განცხადებაზე. გარდაბნის გამგეობა წერილობით იტყობინება, რომ უახლოეს მომავალში განახორციელებს ვაზიანში საფეხბურთო სტადიონის მოწყობას და მოაგვარებს ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 

 

როგორც "ქართულ მისიაში" აცხადებენ, გამგეობის წერილში ასევე აღნიშნულია რომ ვაზიანში არსებული უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრა არ შედის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციაში. "ქართული მისია" იმდედოვნებს რომ გამგეობა გონივრულ ვადაში განახორციელებს დანაპირებს და ვაზიანის მცხოვრებლებს შეუმსუბუქდებათ საყოფაცხოვრებო პრობლემები.

 


"ქართული მისიის" ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კვლავ რჩება სასმელი წყლისა და საცხოვრებელი სახლების პრივატიზების პრობლემა. "ქართული მისია" მიმართავს საქართველოს თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს რათა დროულად შეისწავლონ აღნიშნული საკითხები და დაეხმარონ ადგილობრივ მოსახლეობას.

 

 

"ჩვენი ორგანიზაცია შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგება და დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა განხორციელდეს ვაზიანში მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება. მივმართავ ხელისუფლებას კერძოდ კი თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს რომელთა ბალანსზეც არის რეგისტრირებული ვაზიანის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი კორპუსები, რომ დროულად შეისწავლონ საკითხი და გადასცენ იგი ხალხს საკუთრებაში. ასევე მივმართავთ კომპეტენტურ ორგანოებს მოაგვარონ ვაზიანის დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა. სირცხვილია როდესაც 21 საუკუნეში 7000 მაცხოვრებლიან დასახლებას აქვს სასმელი წყლისა და კანალიზაციის პრობლემა. სამწუხაროა როდესაც ჩვენ თანამოქალაქეებს ყოველკვირეულად უხდებათ სასმელი წყლის ყიდვა, რომლის ფასიც იქ მცხოვრებთა განცხადებით, ადგილზე 1 ლიტრისათვის 2 ლარს შეადგენს. მსურს ასევე მადლობა მოვუხადო "ლიბერთი ბანკს", რომელმაც გამოყო სპეციალური მანქანა და უახლოეს დღეებში ვაზიანის მოსახლეობას საბანკო მომსახურებების მიღება შეეძლებათ ადგილზე", განაცხადა "ქართული მისიის" გამგეობის წევრმა გიორგი ზარნაძემ.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   სახელიlia
      
დზალიან მაგარ საქმეს აკეტებტ და მადლობას გიხდიტ,უნდა გადაცენ საკუტრებასჰი ის ბინები,მაგრამ ტუ არ არის სასჰისჰი და ტავზე ტუ არ დაემხობატ. გაერტიანდეს ადგილობრივი ტუ ცენტრალური ხელისუპლება და გაუკეტონ ყველაპერი ამ ხალხს რა უბედურებაა
25 ოქტომბერი 2015 05:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი