პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, გახარიას ყოფილი მრჩეველი სოზარ სუბარი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას - რომ მისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა იქნება - ეხმაურება და ამბობს, რომ „გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, საქართველოში ვინ არის პოლარიზაციის სათავე,ეს არის მიხეილ სააკაშვილი“.
„ეს რომ ძალიან კარგად იცის, გამოჩნდა სიტყვებში, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში როგორც პრემიერ მინისტრმა თქვა, როცა დესტრუქციულ ოპოზიციას მიმართა – მე თქვენ ქუჩაში დაგტოვებთ, თქვენი ადგილი ქუჩაში არისო. იმედი მაქვს, დღესაც ამ აზრზეა და თავის თავს არ ეწინააღმდეგება“, განაცხადა სუბარმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
„რაც შეეხება მის გეგმებს, ჯერ პარტია ჩამოაყალიბოს, შეფასებას შემდეგ გავაკეთებ. ფაქტია, „ქართული ოცნება” იმ გზას აგრძელებს, რაც ჰქონდა. „ქართული ოცნებიდან” ნებისმიერი ადამიანის წასვლა არ გვიხარია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება ისაა, რომ ძლიერი გუნდი შექმნა ბევრი ლიდერით. არიან ადამიანები, ვინც იმ ხაზს და გზას აგრძელებენ, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ” ჩამოაყალიბა და დღემდე მივყვებით. ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხისა და იმ საქმეების იმედი, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ქართულმა ოპოზიციამ საშუალება არ მოგვცა, მშვიდ გარემოში გვეცხოვრა, მყარი, გარანტირებული მხარდაჭერა გვაქვს. „ქართული ოცნება” ყოველგვარი ძალადობის, მოსყიდვისა და გაყალბების გარეშე ყველა არჩევნებზე იმარჯვებს.
კითხვაზე, რამდენად წარმოგიდგენიათ გახარია ოპოზიცინიონერად, სუბარმა განაცხადა, რომ ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, უმრავლესობის არსებობა საფრთხის ქვეშ არ დგას.
„ვნახოთ, ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო, შექმნას პარტია და შემდეგ ვისაუბროთ. უმრავლესობის არსებობა საფრთხის ქვეშ არ დგას“, აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.