ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება, პარალელურად კი კვლევის პროცესიგაგრძელდება.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც იცით, გუშინ გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მერიის შენობაში, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანისქუჩისმიმდებარედ არსებულიმეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტებისხვადასხვაუწყებიდან, ასევე, გერმანელიინჟინერ-გეოლოგები.
შეხვედრაზეგავიარეთყველაის საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესების გადაჭრის გზებთან იყო დაკავშირებული. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნოსამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები შემდგომში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესის გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მოხდეს სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს.
სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გვექნება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ის შეზღუდვები, რომელიც გვქონდა მიმდებარე არეალზე, კვლავ ძალაში რჩება. მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ დაიცვან ეს წესები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.