„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ამ ეტაპზე მაინც, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებიდან რაღაც გამოვიდეს და ახლა დროა, ხელისუფლებამ ცხადად თქვას, რა დათმობებზე მიდის.
„ძალიან პოზიტიურია ის, რომ პრეზიდენტი მიშელი ინვესტირებულია ამ პროცესში. მისთვის, და ზოგადად ევროპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის წარმატება. ასევე, ძლიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის წარმატება ჩვენთვის. ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ამ ეტაპზე მაინც ამ მოლაპარაკებიდან რაღაც გამოვიდეს, რათა ეს კრიზისი დაიძლიოს და პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყონ ხალხის პრობლემებზე ზრუნვა, ამაზე პოლიტიკური კაპიტალის მეტად ხარჯვა, ვიდრე ეს შესაძლებელია პოლიტიკური კრიზისის დროს.
ჩვენი პოზიციები საზოგადოებისთვის ნათელია და ახლა ის დროა, ხელისუფლებამ ცხადად თქვას, რა დათმობებზე მიდის ის, რადგან ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი შემხვედრი წინადადება ოპოზიციის მოქნილი პოზიციების მიმართ. ისინი არ არიან მზად არანაირი დათმობისთვის, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ საერთაშორისო წნეხის ფონზე, დათმობებზე წასვლა მაინც მოუწევთ“, განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.