23 წლის დუდანა შურღაიას ჩვენი დახმარება სჭირდება. მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და სასწრაფო გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს - უფრო ზუსტად, დუდანას ღვიძლის ატიპიური, გადაუდებელი რეზექცია და რეტროპერიტონეალური სივრცის სიმსივნის სასწრაფოდ ამოკვეთა ესაჭიროება.
„ოპერაციისთვის საჭიროა სოლიდური თანხა - 23 150 ლარი, საიდანაც საყოველთაო დაზღვევით მხოლოდ 9 371 ლარი დაფინანსდა.
დუდანასთვის და მისი ოჯახისთვის თქვენი მხარდაჭერა ახლა გადამწყვეტია, რადგან აუცილებელია დროულად შეგროვდეს ოპერაციის თანხა და პაციენტს ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია.
გთხოვთ, ყველა გულისხმიერ ადამიანს, მხარი დაგვიჭიროთ, რომ შევაგროვოთ დუდანას ოპერაციისთვის საკმარისი თანხა. გვჯერა ერთად ყველაფერს შევძლებთ“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოჯახის ახლობელი ავრცელებს.
ანგარიშის ნომერი | ლიბერთი ბანკი: GE57LB0711147015280000
მიმღები: დუდანა შურღაია
#დუდანასთვის #ერთადყველაფერსშევძლებთ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.