„გახარიამ საკმაოდ ისუსტა“ - გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებასთან არავითარი კავშირი არ აქვს
23-03-2021, 20:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გახარიას გზავნილი იმის ხაზგასმად მივიღეთ, რომ ის აპირებს პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა, ვნახოთ, რას იზამს – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ მინისტრის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ სისუსტე გამოიჩინა.

 


ამასთან, ვოლსკის უკვირს, რომ გახარია ეკონომიკაზე არ საუბრობს.

 

 

„რაც შეეხება საუბარს ევროპულ ინტეგრაციაზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე, არ უნდა მოველოდეთ, რომ სხვა განცხადება იქნება მისგან გაკეთებული. როგორ გგონიათ, სხვა რა უნდა ეთქვა? რასაკვირველია იტყოდა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის თემა და ასოცირების პროცესის განვითარება იქნება მნიშვნელოვანი. ეს თემებია პოპულარული. ეკონომიკაზე რომ არ საუბრობს მიკვირს. მაგრამ ფაქტია, რომ მას გამოცდილება „ქართული ოცნების“ წიაღში და ჩვენს ფორმატში დაუგროვდა. ეს არის რეალობა და თუ მას რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს პირადად მისი არაფერი დამსახურება არ არის. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა. დეკლარირებული ასეა, ვნახოთ, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რა გუნდს შექმნის და როგორ ჩამოყალიბდება. ვთქვი, რომ ეს არის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველანაირი წარმატება „ქართული ოცნების“ ფორმატში უნდა მოვიაზროთ. გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ საკმაოდ ისუსტა“, განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებასთან ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არავითარი კავშირი არ აქვს.

 


„ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ სრული შემადგენლობა გამოვიდა, ანალოგიური განცხადება მარგველაშვილმაც გააკეთა, გეგონება ამ ქვეყანაზე ყველაფერი იციან, რა ხდება ფარდის წინ და ფარდის უკან . გეგონებათ, როდესმე სრული სიღრმისეული ანალიზით გამოუჩენია თავი იმ ადამიანებს, ვინც დღეს კომენტარებს აკეთებს. ანალიზის უნარი რომ ჰქონდეთ, იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანდნენ ქვეყნას, როგორიც 2012 წელს ჩავიბარეთ. ბიძინა ივანიშვილი პროცესებში არ მონაწილებს და მით უმეტეს ფარდის მიღმა არავითარი სურვილი არ აქვს, ჩართული იყოს ამ პოლიტიკურ პროცესებში. სურვილი არ აქვს, თქვა ერთხელ, განცხადება გააკეთა. მინდა, ვიყო კონკრეტული, არანაირი კავშირი არ აქვს ან ბიძინა ივანიშვილს, ნებისმიერ ჩვენგანს ან რომელიმე უწყებას, პოლიტსაბჭოს იმასთან, რასაც გიორგი გახარია აკეთებს და რა ნაბიჯებსაც დგამს“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი