აფხაზეთში 90-იან წლებში დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა და მისმა შედეგებმა უკვე დროა გვაპოვნინოს პასუხი კითხვაზე - რა სურს აფხაზეთის ორად გაყოფილ საზოგადოებას, იქ, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებთან ურთიერთობის ნორმალიზების კონტექსტში განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების მქონე ჩვენს მოქალაქეებს და აქ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დევნილობაში მცხოვრებ ქართველებს და აფხაზებს, რომლებიც წლებია საკუთარ სახლებში მშვიდობიან და ღირსეულ დაბრუნებას ელოდებიან. ჩვენს უახლოეს წარსულში მომხდარმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა კი მოგვცა საშუალება სწორად შეგვეფასებინა და გაგვეანალიზებინა ჩვენი წილი პასუხიმგებლობა - არასდორს დავუშვათ პროვოკაცია, ომი!
განვლილმა 28 წელმა ნათლად დაგვანახა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ნამდვილად სურს მშვიდობა და განვითარება, მაგრამ ამავდროულად არსებობს სინდრომული ''ომის შიში'', რომელსაც სხვადასხვა ფაქტორები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები განაპირობებს. ეს შიში უფრო ხელოვნურადაა გამოწვეული და შესაბამისად, ამის დაძლევაც სავსებით რეალურია თუ ერთმანეთან კომუნიკაციას შეძლებს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ქართულ-აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არცთუ ისე ცოტაა და რომელსაც შეუძლია ''ომის შიშით'' შეპყრობილებს დაანახოს მშვიდობის მშენებლობის შესაძლებლობები და ევროპული მომავლის პერსპექტივები. ''რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია'' - დიახ, მტრობამ და მოღალატეობამ განაპირობა კონფლქტიც და გაყო ერთად თანაცხოვრების გამოცდილების მქონე ჩვენი საზოგადოებები. ეს აღარ უნდა დავუშვათ და ამჯერად მაინც, მივცეთ ასპარეზი გამოცდილ, გულწრფელად შერიგების მსურველ სხვადასხვა თაობის ადამიანებს, შეცვალონ არსებული უიმედო რეალობა და საკომუნიკაციო სივცეში მეტად გააქტიურონ მშვიდობის მშენებლობაზე დისკუსია, შეცვალონ მსჯელობის რაკურსი და გააჩინონ ნდობა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.
იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტი ნეგატიურად და არასასურველად აღიქმება, საჭიროა მსჯელობა იმაზეც, ხომ არ უნდა გადავაფასოთ შეხედულებები კონფლიქტის და მისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ? მშვიდობიან დიალოგის უალტერნატივობა უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ, მისი წამოწყება კი უკვე პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ-აფხაზური საზოგადოებისთვის და მათი დაახლოებისთვის, მოიხსნება აგრესიული ტონი და ერთმანეთის მიმართ მეტი ნდობის საფუძველი გაჩნდება. მშვიდობისკენ გადადგმული არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ნაბიჯები აფხაზეთს და აფხაზეთის საზოგადოებას ნამდვილად გააერთიანებს. დროა აფხაზეთის ორად გახლეჩილმა საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყაროს მშვიდობის ხიდის მშენებლობას. არც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და იქ არსებულ ოპოზიციურ ძალებს, არც ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ოპოზიციას არ აღმოაჩნდა გონივრული ხედვა, რეალური სურვილი შეეცვალა სტრატეგიული გარემო და წარემართა პრაგმატული სამშვიდობო პროცესი. აქედან გამომდინარე, უკვე დროა, სწორედ იმ ორად გახლეჩილმა საზოგადოებამ, რომელსაც სურს მშვიდობა და განვითარება, თვითონ გამონახოს ურთიერთობების ნორმალიზების გზები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება შეუქცევად პროცესად აქციოს.
ნუკრი ნოდია,
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ თავმჯდომარე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.